
ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲛᲣᲡᲘᲙᲘᲡ ᲝᲑᲡᲔᲠᲕᲐᲢᲝᲠᲘᲐ 010 | Lunaym - somnivoros
ავტორი: გვანცა უთურა >>
7 თებერვალი, 2022 >>
8 წუთის წასაკითხი >>
0 ნახვა
მართალია, ჩვენი დღევანდელი მუსიკოსის, Lunaym-ის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით, რადგან მუსიკოსი წარმატებით ინარჩუნებს ანონიმურობას, თუმცა, ჩემს კოლეგა ჯაბა შავიშვილის საგამომძიებლო უნარს თუ მივენდობით, Lunaym დამწყები მუსიკოსია.
რას ველოდოთ Lunaym – „Somnivorous” -ის მოსმენისას?
ალბომი შედგება 7 კომპოზიციისგან, კომპოზიციები „Liminal Bravery“ და „Frigid Summer“ ერთი მოსმენით თითქოს სახალისოა, მაგრამ ჩემთვის საკმაოდ მოსაწყენი კომპოზიციები აღმოჩნდა; ბგერები არის ბრტყელი, თითქოს დაულაგებელი, უბრალოდ ერთ BPM-ზე გაშვებული აუდიო ფაილების კრებულია, კომპოზიციებს ერთიანობის შეგრძნება არ აქვს, ალბომის მე-3 კომპოზიცია „Illusory Corridor“-ში შეიძლება საინტერესო ბგერების გამოჭერა, რომელიც იმედს გვიღვივებს ალბომის მეორე ნაწილისთის, რაც ნაწილობრივ მართლდება.

და აი, ზუსტად მთავარი მიზეზი რის გამოც ამ ალბომზე დაწერა გადავწყვიტე, არის კომპოზიციები “Soft Duvet” და “Tarnished Curtains”, ორივე კომპოზიციამ სასიამოვნოდ გაოგნებული დამტოვა და იმედით აღსავსე, რომ რეალურად საინტერესო და შესაძლოა, მართლაც, საქართველოს რეალობისთვის უნიკალურ მუსიკოსთან გვქონდეს საქმე.
ზემოთ ნახსენები კომპოზიციები საკმაოდ დახვეწილია, საინტერესო და ნოყიერი ჟღერადობის, კომპოზიცია „Soft Duvet”-ის დასაწყისში Burial-ის გავლენასაც მოჰკრავთ ყურს, ტრეკზე ასევე ცნობილი კომპოზიციის “Duvet”-ის სემპლსაც შენიშნავთ, რომელიც ანიმე “Serial Experiments Lain”-ის დამსახურებით გაჰიტდა.
საერთო ჯამში ალბომი 90-იანების dance/electronic-ის გავლენას ამაყად ამჟღავნებს და 2000-იანებში გაჰიტებული EDM კომპოზიციებისთვის დამახასიათებელ წყობას მაახსენებს. მე პირადად ვთვლი, რომ Lunaym-ის ალბომი “Somnivorous” თქვენს ყურადღებას იმსახურებას.
საყვარელი კომპოზიციები: “Soft Duvet”, “tarnished curtains
არასაყვარელი კომპოზიციები: “Liminal Bravery”, “Placid vitriolics
გვანცა უთურას სუბიექტური შეფასება: 6,5/10
მსგავსი ბლოგები

1 ოქტომბერი, 2024
განსხვავებული სამყაროების შეხვედრის ადგილი
რეცენზია Luna Flowers-ის ახალ ალბომზე Temples & Pharmacies

30 სექტემბერი, 2024
არაფერი გვაქვს სამართ[ლ]ებელი?!
ახალი ბენდის სართ(ლ)ებელის სადებიუტო ალბომის რეცენზია

5 სექტემბერი, 2024
მუსიკის ჰონტოლოგია 021 - უდაბნოს მუსიკა
ელექტროგიტარის სოციო-კულტურული მისია საჰარის უდაბნოში