
ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲛᲣᲡᲘᲙᲘᲡ ᲝᲑᲡᲔᲠᲕᲐᲢᲝᲠᲘᲐ 008 | Meme Musicc - I'm OK Now
ავტორი: გვანცა უთურა >>
23 დეკემბერი, 2021 >>
8 წუთის წასაკითხი >>
0 ნახვა
დღეს განვიხილავთ ჩემთვის ძალიან საინტერესო ადამიანის მარიამ „მემე“ ჟორდანიას ალბომს.
მარიამს საზოგადოება უკვე იცნობს მისი სამოდელო კარიედან იცნობს, მაგრამ ბევრმა არ იცის რომ ის მუსიკალური ნიჭითაცაა დაჯილდოებული.

რას უნდა ველოდოთ „I’m OK Now”-სგან?
უპირველესყოვლისა უნდა ელოდოთ მემეს ხავერდოვან და ულამაზეს ხმას. R&B, Pop და Neo-soul-ის ნაზავი, გრძნობით ნამღერი კომპოზიციები და ძალიან აკვიატებადი მუსიკალური ფრაზები. გარანტიას გაძლევთ, რომ ეს ალბომი თქვენს გონებაში დაიდებს სამუდამო სამყოფელს. ალბომი სულ რაღაც 17 წუთი და 38 წამია, რომელიც საკმაოდ თბილი და ნათელი ბგერებითაა სავსე.
კომპოზიცია „In My Bones“ მარტივი ინსტურმენტალის ფონზე ნამღერი სიყვარულით გაჟღენთილი 56 წამია, რომელშიც განსაკუთრებით კარგად ჩანს მემეს ვოკალური შესაძლებლობები. კომპოზიციაში Take Me Back მოისმენთ ასევე ცნობილი მუსიკოსის Salio-ს ვოკალსაც. ალბომის შუა ნაწილიდან ტემპი უკვე იცვლება და კომპოზია „Rhyme Time“ (featuring V!ctoria), ალბათ უდაოდ საუკეთესო კომპოზიციაა ალბომში, კომპოზიციას ძალიან ეტყობა დამწყები მუსიკოსის ნიკალა ზუბალაშვილის ხელწერა, რომელიც ჩემი აზრით 1-1 პერსპექტიული მუსიკოსია ამ ეტაპზე საქართველოში.
მიუხედავად იმისა, რომ ალბომში საკმაოდ ნაცნობ მელოდიებს მოისმენთ და კომპოზიციები მეინსტრიმული მუსიკის ე.წ Basic ფორმულებით არის თითქოს აწყობილი, მაინც მგონია, რომ ეს კომპოზიციები თქვენს ფლეილისთში უნდა მოახვედროთ დღის დოზა პოზიტივის მისაღებად.
მე კი ისევ ჩემს გულისტკივილს დავამატებ და ვისურვებ, რომ მსგავსი მუსიკა ქართულ ენაზე იქმნებოდეს, მაგრამ ეს მხოლოდ უთურას პირადი წუხილია.
საყვარელი კომპოზიცია - „In My Bones”
ნაკლებად საყვარელი კომპოზიცია - „Closer”
უთურას სუბიექტური შეფასება - 7/10
მსგავსი ბლოგები

1 ოქტომბერი, 2024
განსხვავებული სამყაროების შეხვედრის ადგილი
რეცენზია Luna Flowers-ის ახალ ალბომზე Temples & Pharmacies

30 სექტემბერი, 2024
არაფერი გვაქვს სამართ[ლ]ებელი?!
ახალი ბენდის სართ(ლ)ებელის სადებიუტო ალბომის რეცენზია

5 სექტემბერი, 2024
მუსიკის ჰონტოლოგია 021 - უდაბნოს მუსიკა
ელექტროგიტარის სოციო-კულტურული მისია საჰარის უდაბნოში