
ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲛᲣᲡᲘᲙᲘᲡ ᲝᲑᲡᲔᲠᲕᲐᲢᲝᲠᲘᲐ 004 | SIMPLE - FUNDAY
ავტორი: გვანცა უთურა >>
19 აგვისტო, 2021 >>
8 წუთის წასაკითხი >>
0 ნახვა
ნინი გოგიჩაიშვილი, იგივე Simple ბევრისთვის უკვე საკმაოდ ცნობილი სახეა, ნინი წლებია პროფესიონალი მოცეკვავეა, მისი განწყობა და პოზიტიური მუხტი კი ყველას მარტივად დაამახსოვრდება მისი გაცნობისთანავე.
Simple - Funday
მსგავსი მუხტისაა ახალი EP-იც სახელად Funday, რომელიც რამოდენიმე დღის წინ მოევლინა ამ სამყაროს, EP-ზე მუშაობდა ჩვენს რეალობაში ერთ-ერთი საუკეთესო პროდუსერი გიორგი ქორიძე.

რაც შეეხება უშუალოდ EP-ს - შედგება 3 კომპოზიციისგან რომელიც უფრო POP, Pop Rap, Dance music სტილში არის.
კომპოზიციები სავსეა დადებითი მუხტით, საზაფხულო, საცეკვაო/სახტუნაო ხასიათისაა და მარტივად დასამახსოვრებელი/“აკვიატებადი“ მელოდიებითაა სავსე, მუდმივად განმეორებადი მელოდიიდან გამომდინარე უმეტესად კონცენტრაცია გადადის ტექსტზე, რომელიც საკმაოდ მარტივი აღსაქმელია, განსაკუთრებით ე.წ მისამღერში.
მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ უფრო საინტერესო იქნებოდა მსგავსი სტილის მუსიკის მოსმენა ქართულ ენაზე, რადგან საკმაო დეფიციტშია ამ ჟანრის კარგი ხარისხის მუსიკა ქართულად, ინგლისურად - საკმაოდ ბევრი, რაც ამ EP-ის კონკურენტუნარიანობას ეჭვქვეშ აყენებს.
ჩემი სუბიექტური აზრი რომ ჩავრთო, მიმაჩნია, რომ ცალკე, როგორც EP დიდ ყურადღებას ვერ მიიქცევდა, რომ არა მისი შემქმნელის იმიჯი და ხასიათი.
- უნდა შეეძლოს თუ არა მუსიკას მუსიკოსის გარეშე არსებობა და აქვს თუ არა ამას მნიშვნელობა ეს მსმენელის გადასაწყვეტია.
დარწმუნებული ვარ, ნინი საინტერესო პროექტის სახეს მისცემს მის EP-ს და სამომავლოდაც, ხასიათის ასამაღლებელ ვიდეო თუ აუდიო მასალაც გაგვიზიარებს.
საყვარელი/„ყველაზე აკვიატებადი კომპოზიცია - „I got a crush“
ნაკლებად საყვარელი კომპოზიცია - „I Fcked up“
გვანცა უთურას სუბიექტური შეფასება - 5/10
მსგავსი ბლოგები

1 ოქტომბერი, 2024
განსხვავებული სამყაროების შეხვედრის ადგილი
რეცენზია Luna Flowers-ის ახალ ალბომზე Temples & Pharmacies

30 სექტემბერი, 2024
არაფერი გვაქვს სამართ[ლ]ებელი?!
ახალი ბენდის სართ(ლ)ებელის სადებიუტო ალბომის რეცენზია

5 სექტემბერი, 2024
მუსიკის ჰონტოლოგია 021 - უდაბნოს მუსიკა
ელექტროგიტარის სოციო-კულტურული მისია საჰარის უდაბნოში