ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲛᲣᲡᲘᲙᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲪᲔᲜᲐ ᲣᲙᲠᲐᲘᲜᲘᲡ ᲛᲮᲐᲠᲓᲐᲡᲐᲭᲔᲠᲐᲓ

ავტორი: ჯაბა შავიშვილი

22 მარტი, 2022

10 წუთის წასაკითხი

3 ნახვა

უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება და უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მსოფლიოში თითქმის ყველა სფეროს წარმომადგენელი ცდილობს საკუთარი წვლილის შეტანას.

ასეთია მსოფლიო მუსიკოსების სურვილიც, რომლებმაც არაერთი მუსიკალური კონცერტიდან შემოსული თანხა გადაურიცხეს უკრაინელ ხალხს, ასევე შეიქმნა არაერთი ინდივიდუალური თუ კომპილაციური ალბომი, რომელთა შემოსავლიდანაც თანხა ასევე უკრაინის მხარდამჭერ ფონდში გადაირიცხება.

ვინ თუ არა საქართველომ ყველაზე კარგად იცის თუ რას ნიშნავს რუსული აგრესია, სწორედ ამიტომაც უამრავი ქართველი მუსიკოსი შეეცადა ამ დახმარების ფერხულში ჩაება საკუთარი თავი.

ამასთან ერთად, 16-17 აპრილს, ქართველი მუსიკალური ჟურნალისტებისა და სელექტორების კოლექტივი, „Dancing On Architecture“, Mutant Radio-ს ფიზიკურ და ონლაინ სივრცეებში წარმოგიდგენთ 20 საათიანი მუსიკალურ მარათონს და სოლიდარობის აქციას „Sounds Of Ukraine. ორივე დღის განმავლობაში Mutant Radio-ს სივრცე დაეთმობა უკრაინულ მუსიკას, განსხვავებულ მუსიკალურ სტილებს, ეპოქებსა და ქალაქების შესაბამის ჟღერადობებს.

გარდა მუსიკალური ნაწილისა, Mutant Radio-ს ფიზიკურ სივრცეში გაიმართება ქართველი ვიზუალური ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, საიდანაც შემოსული თანხა სრულიად გადაირიცხება უკრაინაში, კრიზისით დაზარალებულ ბავშვთა დახმარების ფონდში.

giraffe tapes – for my Ukraine

giraffe tapes უკრაინელი მუსიკოსის, ოლექსანდრ დემიანენკოს ლეიბლია, რომელიც თბილისში რამდენიმე წლის წინ დაარსდა და ძირითადად ემბიენთის ჟღერადობაში უშვებს ციფრულ და ფიზიკურ ალბომებს. ახალ კომპილაციაში „...for my Ukraine” არტისტმა 27 ქართველ თუ უცხოელ მუსიკოსს მოუყარა თავი - ალბომის გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულიად გადაირიცხება უკრაინის მხარდამჭერ ფონდში.

Anushka Chkheidze - War Generation

უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე ნამუშევარს აქვეყენებს ანუშკა ჩხეიძეც არასდროს მეგონა, რომ ჩემი თაობაც ომის თაობა იქნებოდა, როდესაც ციდან ბომბები ცვივა, ხშირად ხელოვანებაც კი კარგავს აზრს, დაწრმუნებული ვარ რომ დაიბადება თაობა, რომელიც ვერასდროს ნახავს ომის სისასტიკეს”

Various Artists - GE4UA (Music For Ukraine)

ქართული ლეიბლმა და არტისტ მენეჯმენტ პლატფორმამ Bloom Music ქართულ ალტერნატიულ, ელექტრონულ და ჰიპ-ჰოპ არტისტებს მოუყარა თავი GE4UAკომპულაციაში, რომლის გაყიდვიდანაც შემოსული თანხა უკრაინის მხარდამჭერ ფონდში გადაირიცხება.

უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკულ ომს ეხმიანება CES Records, რომლის არტისტებმაც ნიკა მაჩაიძემ (Nikakoi), ნატალია ბერიძემ და ნასტია სართანიამ (sTia) ნამუშევრები მიმდინარე ტრაგიკულ პროცესებს მიუღვნეს - შემოსული თანხა უკრაინის მხარდამჭერ ფონდში გადაირიცხება

Nikakoi - Lullaby for Tanya

„და აი, რეალობაც. ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლში 6 წლის გოგონა, სახელად ტანია, მარტო და შეშინებული გარდაიცვალა დეჰიდრატაციისგან. როგორ შეუძლია მას, ვინც ამაზეა პასუხისმგებელი, ღამით დაიძინოს? დარწმუნებული ვარ ყველა, ვინც ამაზეა პასუხისმგებელი, სათანადოდ გადაიხდის“. – წერს ნიკა მაჩაიძე, რომელმაც კომპოზიცია “Lullaby for Tanya” გამოაქვეყნა.

The Boy Who Wakes The Universe

„ისე როგორც არაფერს, მხოლოდ ბავშვის ხმას შეუძლია შენი გაღვიძება - გაიღვიძე სამყარო, ბავშვები ამ წამსაც იღუპებიან“

sTia - Home

“ვიმედოვნებ რომ ყველა უკრაინელი იცხოვრებს სიმშვიდეში და მალე შეძლებენ სახლებში დაბრუნებას, ისინი დღეს პუტინის ტერორის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის იბრძვიან "  ვკითხულობთ sTia-ს განცხადებაში, რომელმაც კომპოზიცია “Home” გაავრცელა

Your Character - Слава україні

Your Character თბილისში დაფუძნებული ლეიბლია, რომელიც ძირითადად Ghettotech, Electro და Acid ჟანრის მუსიკა უშვებს, ლეიბლმა თავი მოუყარა ქართველ და უცხოელ მუსიკოსებს და 38 კომპოზიციისგან შემდგარი კომპილაცია გამოაქვეყნა - ალბომის შემოსავლიდან მიღებული თანხა უკრაინის მხარდამჭერ ფონდში გადაირიცხება.

4UA – Fundraiser

4UA კომპილაციური ალბომი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც 26 ქართველი ელექტრონული მუსიკოსი უკრაინისთვის გააერთიანა - ალბომის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი უკრაინის მხარდამჭერ ფონდში გადაირიცხება

the tuneful quire - the great gate of kyiv

ტიმოთე მერქელი საქართველოში მცხოვრები მუსიკოსია, რომელიც უკრაინის მხარდამჭერ და ომის საწინააღმდეგო ნამუშევრების კრებულს აქვეყნებს, რომელთა კომპოზიტორებიც მოდესტ მუსორგსკი, ამერიკელი ჯაზ არფისტი დოროთი ეშბი და ბრიტანული როკ ბენდ The Moody Blues არიან.

RIHA - Sun After Rainy Day

RIHA რატი ონიანის მუსიკალური პროექტია, რომელმაც მარტში უკვე მეორე ალბომი შესთავაზა მსმენელს. მუსიკოსი უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკულ მოვლენებს ახალი კომპოზიციით ეხმიანება.

მსგავსი ბლოგები